30 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
დისტანციას დავიცავთ და ერთი კოვზით ვეზიარებით - ვაკის მაცხოვრის ტაძარში მრევლი ღვთისმსახურების დაწყების მოლოდინშია

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მრევლი უკვე შეიკრიბა. ლიტურგიაზე დასწრების მსურველებისთვის ადგილზე მოწყობილია დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც სასულიერო პირები ბოლო ორი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ.

ყველა ადამიანი, ვისაც ლიტონიობას ტაძარში ყოფნა სურს, უკვე მისულია. მრევლი ელოდება 11 საათს, როცა ეკლესიაში უკვე ღვთისმსახურება დაიწყება.

ისევე როგორც ყველა ეკლესიაში, ვაკის მაცხოვრის ტაძარშიც მრევლს შესვლისთანავე დაურიგეს პირბადეები.

ასევე, ყოფილი სასულიერო შენობის სივრცეშიც მოწყობილია ადგილი, სადაც იმ შემთხვევაში, თუკი ტაძრის ეზოში ვერ დაეტევა მრევლი, იქ გადავა. 

მოძღვრის განცხადებით კი წელს მრევლი ლიტანიობაში არ მიიღებს მონაწილეობას.

ტაძარში მორწმუნეები ფეხით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ყველანაირად დაიცავენ წესებს, რომლებიც შეეხება დისტანციასა და პირბადეების გამოყენებას, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ერთი კოვზით ეზიარებიან. 



 

 

 

დღის ამბები