30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
რუსთაველის "სმარტის" დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტი "სმარტის" დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "სმარტი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ მყისიერად გაატარა ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იქნა მიღებული.

"რუსთაველის "სმარტის" ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია (მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტში ისედაც რეგულარულად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები) და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან სმარტის ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ," - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დღის ამბები