ახალგაზრდა გერმანელებმა საყვარელი ბენდის კონცერტზე დასწრება ორიგინალურად გადაწყვიტეს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გერმანიაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფის კონცერტი მაინც გაიმართა, თუმცა მსმენელები ბენდ "ბრინგსის" კომპოზიციებს საკუთარი ავტომობილებიდან უსმენდნენ.
შეზღუდული იყო ავტომობილში მყოფ პირთა რაოდენობაც - 2 მოზარდი და 1 ბავშვი.
გერმანიაში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის 140 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.