30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სახლიდან ვილოცოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულს ჩავდივართ - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

"მამაოები აღავლენენ წირვას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიჯდეთ სახლში და აქედან ვილოცოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულს ჩავდივართ, იმედია მოგვიტევებს უფალი, იმიტომ, რომ ამას ერთმანეთის გაფრთხილების მიზნით ვაკეთებთ," - განაცხადა კომპოზიტორმა, ნატო გელაშვილმა. 

იგივე აზრი აქვთ ანსამბლ "ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი და ბალერინა ირმა ნიორაძეს. ისინი საზოგადოებას სახლში დარჩენას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შინ გატარებას ურჩევენ. 

დღის ამბები