30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან ცოლ-ქმარი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმი კვლავ პროვოკაციებით არის დაკავებული - ამჯერად ისევ გატაცება. ცნობილი დათა პაპას შვილიშვილი და რძალი რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან გაიტაცეს.

დათა ვანიშვილთან ინტერვიუ რადიო "ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ გუშინწინ მათთან 6 რუსი შეირაღებული ოკუპანტი სახლში მივიდა და მისი შვილიშვილი ჯერ ახალგორში, იქიდან კი ოკუპირებულ ცხინვალში წაიყვანეს. მისივე თქმით, ამის შემდეგ მათთან რუსი ოკუპანტები კიდევ გამოჩდნენ და ამჯერად მათ დათა ვანიშვილის რძალი წაიყვანეს. 

წლებია დათა პაპა რუსული მავთულხლართებთით შემოსაზღვრულ სახლში ცხოვრობს და საქართველოში ვიზიტად მყოფ ყველა ლიდერს მასპინძლობს. მან ამ წუთებშიც არ იცის სად იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

"კურიერის" ინფორმაციით დათა ვანიშვილთან მისი შვილიშვილი და რძალი სააღდგომოდ იყვნენ ჩასული.

"ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს ცხინვალში... ქალი დილას მოვიდნენ და დილას წაიყვანეს, მისი მეუღლე. პატარა გოგოა, ტირილით წაიყვანეს. აქ რა უნდა ქართველსო. სახლში მოვიდნენ.“ - ამბობს დათა ვანიშვილი. 

დღის ამბები