30 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
სამყარო თვითიზოლაციაშია - ეპიდაფეთქების მასშტაბები ადამიანების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული

სამყარო თვითიზოლაციაშია - მას შემდეგ, რაც ადამიანების ურთიერთობა საფრთხის შემცველი გახდა, უხილავ მტერთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სახლში დარჩენაა. იმან, რამაც მსოფლიო გააერთიანა, უნდა დააფიქროს ქართველები - ასეთია გზავნილი საზოგადოებისადმი 70 წელს გადაცილებული ხელოვანისგან. თეატრიდან სახლში დარჩენილი ჟანრი ლოლაშვილი ამბობს, რომ კალენდარული დღეების ათვლა შინ ახლა გადამწყვეტია, საერთო მტერმა კი უნდა გააერთიანოს ერიც და ბერიც.

ბებიების და ბაბუების, მამების, დედების გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებს თანამოქალაქეებს ნანა ჯანელიძეც. ხელოვანები იმედოვნებენ, რომ გავა დრო და ისტორიის ეს ფურცელი თაობებს ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ მოუყვება - ერთმანეთის გატანაზე, სოლიდარობასა და ერთად დგომაზე. სჯერათ, რომ სიცოცხლის სიყვარულით ამ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია.

მომავალი 4 დღე გადამწყვეტი იქნება. სპეციალისტები აღარ მალავენ, რომ მეტწილად მრევლის, ანუ სახლში არდარჩენილი ადამიანების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ეპიდაფეთქების მასშტაბები. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა ნებისმიერ ადგილას თავშეყრა, თუნდაც ეკლესიაში, საშიშია, სწორედ ამის გამო მოქალაქეებმა, თეოლოგებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღდგომის წირვის შემდეგ მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ.

მაშინ, როცა კაცობრიობის მთავარი საზრუნავი საკუთარ თავთან ერთად სხვებზე ზრუნვაც გახდა, მაშინ, როცა ფრაზამ  "დარჩი სახლში" მთელი მსოფლიო შემოიარა, ათასობით სიცოცხლე ახლა მოქალაქეების ხელშია. 

 

დღის ამბები