30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, ღამით 12 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიას, ფოთის საკათედრო ტაძარში რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად აღასრულებს და არა მონასტერში. ღამის 12 საათზე კი ეპარქიის ყველა ტაძარში ზარი ერთდროულად დაირეკება, რაც იქნება მრევლისთვის ერთად ლოცვის მოწოდება.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლა, გუშინ გულდაწყვეტილი და დამწუხრებული ხალხისგან მიღებულმა შეტყობინებებმა გამოიწვია, რომ ქალაქში ღამისთევის წირვა არ ტარდებოდა. შესაბამისად, გაზიარებული იყო მრევლის თხოვნა.

"ვერავითარი მანძილი, ვერავითარი ადგილი ჩვენ ვერ გაგვყოფს. ჩვენ ერთად ვართ და ერთი რამ უნდა ვთქვა კიდევ, მე მივიღე გულისტკივილით აღსავსე შეტყობინებები, ძალიან დიდი წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ ფოთში ღამის 12 საათზე ზარი არ დაირეკებოდა და მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ღამით 12 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, გარკვეული დროის მანძილზე და ეს ზარი ყველასათვის იქნება მოწოდება, ნიშანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავიწყოთ ლოცვა და გავერთიანდეთ. თუ ის სანთლები გვაერთიანებს, რომლებიც ფანჯრებში ინთებოდა შობას, ნუთუ ზარების ხმა არ გაგვაერთიანებს?!" - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები