30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მეუფე გრიგოლი ბავშვებს, მოხუცებსა და უძლურებაში მყოფთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს - ინფორმაციას ჭყონდიდის ეპარქია ავრცელებს

ჭყონდიდის ეპარქიაში აღდგომის ღამეს ღვთისმსახურება მრევლთან ერთად მხოლოდ მარტვილის საკათედრო ტაძარში ჩატარდება, ეპარქიის სხვა ეკლესიებში კი, სადღესასწაულო ლიტურგია კვირას, დილის 7 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიის ფეისბუქ გვერდზეა გავრცელებული. ღამისთევის მსახურებას მეუფე გრიგოლ კაცია აღავლენს, სასულიერო პირები სადღესასწაულო მსახურებას ღამით მონასტრებშიც ჩაატარებენ. 

ამასთან, მღვდელმთავრის კურთხევაა, რომ ბავშვები, მოხუცები და უძლურებაში მყოფნი სახლებში დარჩნენ.

მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებით, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათის ნაცვლად, საფლავთა კურთხევა 28 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღეს შესრულდება.

"მეუფის კურთხევით, ამ აღდგომას ეკლესიებთან ტრადიციული საზეიმო ტრაპეზი არ გაიმართება, ხოლო ბრწყინვალე შვიდეულში მარტვილისა და აბაშის საკათედრო ტაძრებში ჩატარდება ყოველდღიური წირვა დილით.

მეუფე გრიგოლი მრევლს მოუწოდებს სიყვარულისკენ, სიმშვიდისკენ, ლოცვისა და კანონმორჩილებისკენ," - წერია ეპარქიის გვერდზე.

დღის ამბები