30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს - თელავის სოციალური კამპანია

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა. სოციალური კამპანიის ინიციატორი თელაველი გიორგი მათურელია, რომელმაც 200-ზე მეტ პენსიონერს სააღდგომო ნუგბარი, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები თავად დაურიგა. 

"კორონავირუსის ფონზე დღეს სამაგალითოა ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ცდილობენ მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებას, ამიტომ ყველა მათგანს მადლობა, რომელიც უანგაროდ ემსახურება მოწყვლად ჯგუფებს და ცდილობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათზე იზრუნოს," - განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ

ეს საქველმოქმედო აქციის პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავიურისი გამო პანდემია გამოცხადდა, კახეთის რეგიონის მასშტაბით რამდენიმე ადგილობრივმა სოციალური კამპანიის ფარგლებში მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათები უკვე გადასცა.

დღის ამბები