30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 
დღის განმავლობაში ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები არ შეცვლილა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დილის მონაცემებს არ დამატებია. 

"დღის განმავლობაში ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებული შემთხვევა კვლავ 370-ია, გამოჯანმრთელებული კი 79. 24 საათის განმავლობაში 34 პაციენტი დაგვემატა დ მათგან 6 პაციენტი ჩვენთან შემოვიდა. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და უკვე 101 პაციენტი გვყავს გატარებული. თუმცა, მათგან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია

6 პაციენტიდან ერთი მოზარდია, რომლის მდგომარეოიბაც საშუალოზე მსუბუქია. 

ცენტრში არსებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიამ ასევე სამედიცინო რესურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გარკვეულწილად საწოლებსაც ათავისუფლებს.

"თუკი ისე იქნება, რომ არ მოემატება ინფიცირებული პაციენტები, შესაძლოა პიკის პერიოდი ისე გადავიაროთ, რომ 440 საწოლი საკმარისი იყოს. თუ არადა არის შემდეგ გეგმა, რომელზეც 3000 საწოლია გათვლილი. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება რესურსი გვეყოფა, მთავარია ასეულ შემთხვევებზე არ გადავიდეთ. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება პაციენტების მართვის და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება გადაიხედოს სხვა გეგმაც," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

დღის ამბები