ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 182,816-მდე გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემთან შედარებით 2,9 მეათედი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში კი, 585 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემთა ზრდას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მეტი ტესტის ჩატარებას უკავშირებს. ქვეყენაში ჯამში კორონავირუსით 19 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დღეს მოხალისეებმა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს და მედპერსონალს საკვები პროდუქტები მიუტანეს.