ინტერნეტ სივრცეში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ურიგებს წყვილი, ახალი კორონავირუსით დაზარებულ ოჯახებს საკვებს ლოს-ანჯელესში.
ვიდეოში ჩანს, რომ წყვილს პირბადეები და ხელთათმანები უკეთია და სახლებში ისე მიდიან.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის "ფროჯექთ ენჯელ ფუდ"-ისთვის მუშაობენ და გასული კვირის განმავლობაში უკვე, 20 ოჯახში მიიტანეს რამდენიმე კვირის საკვების მარაგი.