30 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
გამოწვევა All in Challenge - საქველმოქმედო აქციაში ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ჩაერთვნენ

სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ცდილობს დაეხმაროს იმ ადამიანებს ვინც კორონავირუსის კრიზისის დროს შემოსავლის გარეშე დარჩა.

ბიზნესმენმა მაიკლ რუბინმა საქველმოქმედო აქცია All in Challenge წამოიწყო, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტების მიწოდებას ემსახურება. აქციაში ამერიკელი მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ჩაერთვნენ.

ვარსკვლავებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თაყვანისმცემლებს მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ეპიზოდური როლის შესრულება შესთავაზეს.

დღის ამბები