30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
მთავრობის აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა - საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა  სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ.

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები