შვეიცარია COVID-19-ით გამოწვეული საკარანტინო წესების შემსუბუქებას იწყებს. პარალელურად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა ორივე ქვეყანაში იკლებს ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.
პანდემიის გამო, შეზღუდვების ხანგრძლივობა სამი კვირით გახანგრძლივდა დიდ ბრიტანეთში. დიდი შვიდეულის ლიდერები კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადახედვისა და რეფორმირების მოწოდებით გამოდიან.