30 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები იკეტება

​საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან სასაფლაოები იკეტება. შეზღუდვა ძალაში 10 დღე იქნება. ყველა რეგიონთან ერთად, ახალი რეგულაცია ეხება თბილისის 56-ვე მუნიციპალურ სასაფლაოს. სასაფლაოზე მისასვლელ გზებს სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან. 

დედაქალაქთან ერთად იკეტება სასაფლაოები რეგიონებშიც - მათ შორის ზუგდიდში, სენაკში, ფოთში. ქუთაისსა და ზესტაფონში. საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, სასაფლაოები დაიხურება კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშიც.

დღის ამბები