30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ვიცი როგორ უჯერებენ ადამიანები ექიმებს, დაგვიჯერეთ დღესაც ჩვენ, ექიმებს - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ნელი ტემპით წავა ინფექციის მატება, ამას ქვეყანა მოერევა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ვირუსზე. 

"თუკი ისევ ასეთი მდუნე ტემპით წავა ინფექციის მატება, ამას მოერევა ჩვენი ქვეყანა, ამ ადამიანებს განკურნავს ჩვენი სახელმწიფო და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ ძალიან დიდ გამოწვევაზე, რომელიც დღეს სამყაროს წინაშე არსებობს და მათ შორის საქართველოში, რომელიც ცივილიზებული სამყაროს წევრია. 

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა, ცივი გონებით შეხვდება ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებენ იმისათვის, რასაც მე დღეს ვსაუბრობ. მაგრამ ეს საჭიროა დამიჯერეთ, მე 40 წლიანი საექიმო გამოცდილება მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობა. როგორ უჯრებენ ხოლმე ისინი ექიმებს. დაგვიჯერეთ დღესაც, ჩვენ, ექიმებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები