30 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
გვაქვს შიდა გავრცელების პროცესი, რაც შესაძლოა უკონტროლო გახდეს - ამირან გამყრელიძე წინასააღდგომოდ მოსახლეობას გვერდში დგომას სთხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დრომდე სიტუაცია მართვადი იყო, თუმცა უკვე ის კონტროლს აღარ ექვემდებარება. 

"ჩვენ ამ დრომდე მაქსიმაურად შევაკავეთ ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შესაძლოა უკონტროლო გახდეს თუ ჩვენ, არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას და მითითებას, რასაც  ჩვენ ვიძლევით, ეს, დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი იარაღია.

არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და ის არ იქნება კიდევ წლის ბოლომდე. ასევე, არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ვირუსზე მოქმედებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრეპარატი იქნება, მაგრამ უფრო შემოდგომისკენ  და არა, ახლა. მანამდე რჩება ერთი იარაღი, რომ არ იყოს ეპიდემია ფართო, ისე როგორც დღეს მსოფლიოშია. 

ჯერჯერობით, ის, რომ ფართომასშტაბურ აფეთქებაში არ შევედით, მოახერხა სახელმწიფომ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი თქვენი გვერდით დგომაა. განსაკუთრებით წინასააღდგომო პერიოდში. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისადმი. ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გადავიაროთ სხვა ფორმით ეს აღდგომა, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა. 

ეს 4 დღე და მომავალი 7 დღე ქვეყნისათვის კრიტიკულია. ამ დღეებში ჩვენ მივდიოდით ჩვენს მიცვალებულებთან, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ იმისათვის, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ის, რაც ბევრ ქვეყანას დაემართა," -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

 

დღის ამბები