30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ხვალ, 17 აპრილის 12 საათიდან - 21 აპრილამდე, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება

ხვალ, 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილამდე სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთების და დისტრიბუციის გადაადგილებაზე - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, სასურსათი მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

მისივე ინფორმაციით, ხვალიდან, დახურულ სივრცეებში პირბადების ტარება სავალდებულო ხდება.

"მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასევე, მუშაობას აგრძელებს მიტანის სერვისები. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე. ამავე დროს, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ და საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების კუთხით ეპიდვითარების დამძიმების გამო მიიღეს. 

დღის ამბები