30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
სად ჩატარდება ლიტანიობა და ვინ ზოგავს მრევლს - აღდგომამ მსოფლიო პანდემიის ფონზე  სამღვდელოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

ქვეყანაში COVID-19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად, ეკლესია ღვთისმსახურებას ჩვეულებრივ განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციონისტებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ექიმებმა მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილეს, საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება. 

სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათის აღნიშვნა დილის 10 საათიდან დაიწყო. წირვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლს ამბიონიდან მიმართა და განუმარტა, რომ საქართველოსა და მსოფლიოში განვითრებული პროცესები ღვთის ნებით ხდებოდა

დღევანდელ წირვაზე უჩვეულო არაფერი იქნებოდა, სკამები, რომლებიც სტიქაროსნებმა ქადაგების დაწყებამდე ეკლესიის დარბაზში გამოიტანეს, შემდეგ კი მალევე აალაგეს. სკამი 12 სასულიერო პირისთვის, ფეხბანვის ჩატარების მიზნით დალაგდა, თუმცა, მოულოდნელად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაწყვეტილება შეცვალა და რიტუალი აღარ შესრულდა.

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, ლაზეთისა და ბათუმის ეპარქიამ დაავადებთა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინების გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის კურთხევით, ეპარქიაში აღდგომის ღამეს მორწმუნეები სახში დარჩებიან და მათთვის ეკლესიის კარი ერთი დღით დაიხურება. მათივე უსაფრთხოებისთვის, ტაძარში ლიტანიობას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. თავად, პატრიარქის ძმისშვილი კი სამების სახელობის მონასტერში აღავლენს წირვას. ეპარქია მრევლს ახალ ტრადიციას სთავაზობს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინიციატივას მალევე მოყვა ფოთისა და ხობის ეპარქიის გადაწყვეტილება . მეუფე გრიგოლის ეპარქიაში მორწმუნეები და სასულიერო პირებიც აღდგომის ღამეს სახლში გაატარებენ. ერთადერთი ტაძრის კარი, რომელიც 18 აპრილს გვიან ღამით გაიღებ, ხობის დედათა მონასტერი იქნება, სადაც ლიტონიობას თავად გავლენიანი მღვდელმსახური მონასტრის წევრებთან ერთად აღავლენს.

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში კი მეუფე გერასიმე მორწმუნეებს მშენებარე ეკლესიაში ელის, ყველა სხვა ტაძარში მსახურება გაჩერდება.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე იობის ციტატას იმეორებს. რუისი ურბნისის ეპარქიის მმართველი უკვე მეორე დღეა მრევლს კორონავირუსთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას აწვდის. ის თვლის, რომ კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი. ეპისკოპოსი ვერც ტაძრებში დისტანციის დაცვის აუცილებლობას ხედავს.

მხოლოდ საპატრიარქოს რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებენ ქუთათელ-გაენათის, ახალციხე ტაო კლარჯეთისა და ჭყონდიდის ეპარქიებში. მღვდელმთავრები ღვთისმსახურებაზე მარტო, მრევლის გარეშე დგომას არ გეგმავენ და მორწმუნეებს ტაძარში ელოდებიან.

ეკლესიას, მედიასა და ექიმებს თანაბრად აკისრებს პასუხიმგებლობას ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია.

საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი კონსულტაციების შედეგად აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 9 საათამდე შეიკრიბება და დილის 6 საათამდე დარჩება. ეკლესიების დიდი ნაწილში ლიტონიობა ღია ცის ქვეშ გაიმართება. საპატრიარქოს პრეს სამსახურმა მრევლს უკვე მოუწოდა, რომ ღამისთევისთვის თბილად შეიმოსონ. აღდგომის ღამეს ტაძარში სავარაუდოდ ის ადამიანები უნდა მივიდნენ, ვინც ღია ცის ქვეშ, სიცივეში, მინიმუმ 10 საათის განმავლობაში ფეხზე დგომას შეძლებს.

დღის ამბები