30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
თუ შეზღუდვებს კარგად შევასრულოთ ყველაფერი რყევებისა და რისკების გარეშე ჩაივლის - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაიას თქმით, სახლში დარჩენით ამ პერიოდს რყევებისა და რისკების გარეშე გადავატარებთ.

"მე იმედი მაქვს, რომ ყველას შეგვიძლია შეზღუდვები კარგად შევასრულოთ და არ იყოს მატება. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი რყევებისა და რისკების გარეშე ჩაივლის და შევძლებთ რომ ყველამ ერთად გადავაგოროთ ეს პრობლემა, მოგიწოდებთ ყველას რომ დარჩეთ სახლში, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კეთილი მომავალი გვქონდეს,"- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ

ეზუგბაიას თქმით, მათთან კლინიკაში დღეს 3 პაციენტი შეიყვანეს.

"ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენს ცენტრს სამი პაციენტი შეემატა. ერთი მათგანს წყარო აქვს მარნეულიდან, ორ პაციენტზე კი ჯერჯერობით კვლევა წარმოებს. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 40 დადასტურებული პაციენტი გვიწევს, გამოჯანმრთელებულებიდან 50 კი, ჩვენი პაციენტია. 

დღის ამბები