30 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევები 340-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 340-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა.

გარდაცვლილია  სამი. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5 000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  494 ​ადამიანი რჩება.

დღის ამბები