30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა კი 76-მდე - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე COVID-ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, რაც ჯამში 76-ს შეადგენს.

"დღის მეორე ნახევარში 4 ინფიცირებული პაციენტი დაგვემატა და ამ ეტაპზე მათი საერთო რაოდენობა 340-ია. დღეს ჩვენს 2 პაციენტზე განმეორებითი ტესტირებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც ნიშნავს რომ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი შეგვემატა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 76-ია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყველაზე კრიტიკულად იყო.

ჩვენ დღეს ველოდებით 11 პაციენტის პასუხს. ასევე, აღებულია განმეორებითი ტესტებიც" -  განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები