30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადაეცა

ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადაეცა. დახმარება მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და 80 წელს გადაცილებულმა პედაგოგებმა მიიღეს. დახმარება მოქალაქეებს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ გაუწია.

"ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამ რთულ პროცესში სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთში ასობით ადამიანს მივაწოდეთ სასურსათო კალათა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მთავარი ახლა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში," - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

დღის ამბები