საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ.
"ასოშეთიდ პრესის" ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცენდენტო ზომაა.
საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და თავი აარიდონ შეკრებას.