30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
შენარჩუნდა წუხილები მედიის თავისუფლების კუთხით - საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში

შენარჩუნდა წუხილები მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც საზოგადოებისა და მათ შორის, ოპოზიციური მედიის მხრიდან, მთავრობის კრიტიკოსთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აღიქმებოდა - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2019 წელს განვითარებული მოვლენებია შეფასებული. მედიის თავისუფლების მიმართულებით ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ტელეკომპანიების "რუსთავი-2"-ისა და "პირველის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა. ანგარიშში ასევე საუბარია 20 ივნისზე.

დოკუმენტში წერია, რომ 20 ივნისს ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტის დაშლისას პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა იხმარა. ანგარიშის თანახმად, ვიდეო ჩანაწერებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა აჩვენა, რომ პოლიცია განურჩევლად ესროდა დემონსტრანტთა მასას და მცირე ძალადობრივ დემონსტრანტებს დანარჩენი მშვიდობიანი უმრავლესობისგან არ განსხვავდებდა.

დღის ამბები