30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
მოქალაქეებმა COVID-19-ის პრევენციისთვის მდუღარე წყალი დალიეს და დამწვრობა მიიღეს - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მიმართავს

ნუ დალევთ მდუღარე წყალს - მოსახლეობას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მიმართავს.

გუგა ქაშიბაძის თქმით, არის ახალი ტენდენცია, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ COVID-19-ის პრევენცია შესაძლებელია ცხელი წყლის მიღებით და შედეგად- ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას იღებენ. ასეთი რამდენიმე პაციენტი კლინიკაში უკვე მკურნალობს.

ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და არა გაურკვეველი წყაროებიდან ჭორად მოსმენილი რჩევები.

დღის ამბები