30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა - აშშ-ს საელჩო საქართველოში ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს მადლობას უხდის. აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა.

"დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერი ვართ,"- ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დღის ამბები