30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
15 აპრილის ღამეს კომენდანტის საათის დარღვევის გამო 92 პირი დაჯარიმდა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი მოქმედებს, მოქალაქეები დადგენილ წესებს მაინც არღვევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა.

პოლიციამ, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის დილის 6 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ფინანსური სანქცია 125 მოქალაქეს დაეკისრა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.


დღის ამბები