30 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ბატონმა პაატამ ჯობია ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არ ვარ - მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეჭვქვეშ დააყენა ის მონაცემები, რაც ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების კუთხით გვაქვს. მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ტესტირებას ვერ უზრუნველყოფს. 

"მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია იმან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით რეალურად რამდენი გვყავს. არ მალავენ, ვერ ატარებენ ტესტირებებს და იმიტომ. არასწორად არა, ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს, თქვენც ჩემზე კარგად იცით, ექიმებს ჰკითხეთ. ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არ ვარ, ვინც არ უნდა იყოს, მსოფლიოშიც მაქვს ურთიერთობები. ჩვენი ის, იმაზე მეტი საშიშროება არ არის, გარეთ რომ დავდივართ,"- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

დღეს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ფეხთბანვის წესის შესრულებაზე, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. მეუფე იაკობმა გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებთან არ განმარტა.

ამავე თემაზე
დღის ამბები