30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძარში ყოფნა რისკებს ზრდის

"პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის გავრცელება ძალიან კარგად იმართა, რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, ტრაგედია დატრიალდა ირანში, ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი გვაქვს იტალიაში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერდება. მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან, ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დროის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში," - განაცხადა ტიკარაძემ.  

დღის ამბები