30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს ონლაინრეჟიმში ჩატარდეს წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით დინამიკა შეინიშნება.

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის ღამეს ონლაინ წირვა ჩატარდეს.

"ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც.

აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

დღის ამბები