30 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
ინფიცირების შემთხვევები უკრაინაში სულ უფრო იზრდება - კორონავირუსი უკვე 3 764 ადამიანი დაავადდა

2 მილიონ 88 ათასი ინფიცირებული და 135 ათასი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ბოლო მონაცემები. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება უკრაინაში. ხარკოვის რეგიონის სოფელ ვისოკოპილიაში საეკლესიო სანთლების გამყიდველი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევის გამო სოფელი სრულ იზოლაციაში მოექცა და მიმდინარეობს მცხოვრებლების კორონავირუსზე შემოწმება.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 3 764 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 108 ადამიანი ათგან 3 სასულიერო პირია.

რაც შეეხება მეზობელ აზერბაიჯანს, აქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 53 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 253 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 404 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთში არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 1 518 ადამიანი. რუსეთში 25 000 ინფიცირებისა და 200 გარდაცვალების შემთხვევა დასტურდება. 

 

 

დღის ამბები