30 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
აპლიკაცია Stop Covid უკვე მზად არის - პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა გამართა

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს არის მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან მიახლოების შესახებ აფრთხილებს და ამ დროს ხმოვან შეტყობინებას გაუგზავნის.

 აპლიკაციის ტესტვარიანტი უკვე ჩაშვებულია.

"ეს გახლავთ ის აპლიკაცია, რომელსაც ჩვენ ყველანი ძალიან ველოდით და ჩვენს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შევძელით და მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეები ჩაგვერთო იმ გამოწვევაში, რომელსაც ჰქვია კოვიდ 19.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო.

დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი და იცავს სრულიად ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშულებას იძლევა, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლების ინფორმირება. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ გაწეული შრომისთვის ავსტრიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.   

დღის ამბები