30 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას გამოჯანმრთელებული 1 ორსული და კიდევ 2 პაციენტი დატოვებენ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 9  პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, კლინიკაში 47 დადასტურებული შემთხვევაა. გარდა ამისა, ლევან რატიანი ამბობს, რომ დღეს კლინიკას მეორე გამოჯანმრთელებული ორსული დატოვებს. 

"დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული, COVID ვირუსის გარეშე, აქედან გამომდინარე, დამატებითი კვლევების შედეგად, როგორც ირკვევა, ჩვენს კლინიკაში კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, ანუ ჯამში სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ახალშობილებს, ვიცით, რომ გვყავს 7 პაციენტი, მათთან არც ერთთან არ დადასტურდა COVID ინფექცია, ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, მათგან 5 დატოვებს დღეს კლინიკას და მათთან არ დადასტურდა COVID ინფექცია და  საეჭვო შემთხვევა იყო,“ - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები