30 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღდგომის წირვა ღამით არ შესრულდება - მრევლს ეკლესიებში დილის 7 საათზე ელოდებიან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა აღდგომის დღეს, დილის 07:00 საათზე დაიწყება.

როგორც მამა იოანემ აღნიშნა, მორწმუნეებს შეუძლიათ შობის ტრადიცია გაიმეორონ, და აღდგომის დღესასწაულზეც ღამე ფანჯრებთან დაანთონ სანთელი.

გარდა ამისა, მამა იოანემ აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრი ყველა გადაწყვეტილებას პატრიარქთან ათანხმებს.

"ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ღვთისმსახურება სამრევლო ტაძრებში აღესრულება დილის 07:00 საათზე. რადგანაც კომენდანტის საათი 06:00 საათზე უკვე მთავრდება, ამ დროს უკვე მრევლს შეეძლება წამოვიდნენ ტაძრებისაკენ და 07:00 საათზე უკვე დაიწყება სააღდგომო ღვთის მსახურება.

ლამაზი ტრადიცია არსებობს შობას, ანთებული სანთლებით ვხვდებით ხოლმე ღამეს და აღდგომასაც შევძლებთ, რომ ვინც ღამის თევაზე არ მივდივართ იგივე გავიმეოროთ. ერთმანეთს მივულოცავთ ფანჯრებიდან, ქრისტე აღსდგას მისალმებით.

მეუფე დიმიტრი ყველა გადაწყვეტილებას ათანხმებს მის უწმინდესობასთან. ის არასდროს იღებს გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად," - განაცხადა დეკანოზმა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანმა მამა იოანემ.

დღის ამბები