30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გაზრდილა

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გაზრდილა. დაავადებათა კონტროლის  იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 71 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

მისივე ინფორმაციით, მათ შორის იყო ანალიზები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინე ზონებიდან, თუმცა ვირუსი არავის დაუფიქსირდა.

ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში 394 პირი იმყოფება.

 

დღის ამბები