30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება - მცირე ზომის ტაძრებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,  ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა, სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა. 

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ ეკლესიის მსახურები. ამასთან, ეკლესიებთან უსაფრთხოების წესებს პოლიცია დაიცავს. 

17 აპრილიდან 10  მაისამდე,  შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც.

"მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

"ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

დღის ამბები