30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია დავამარცხოთ კრიზისი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს - ევროკავშირი ტრამპს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ევროკავშირმაც გააკრიტიკა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პანდემიის დროს მიუღებელია. როგორც ევროპული გაერთიანებაში აცხადებენ, მსოფლიოში არსებული საერთო კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

"ვწუხვართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო. ეს ნაბიჯი გაუმართლებელია იმ მომენტში, როდესაც მისი ძალისხმევა ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო. მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია დავამარცხოთ კრიზისი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს," - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელიმ

დღის ამბები