30 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევები 3,388-ით გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევები 3,388-ით გაიზარდა. ეს ქვეყნის პირველი ანტირეკორდია. აქამდე რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში 3,000-ზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში რუსეთში ლაბორატორიულად დადასტურებული 24,490 შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 1,986 ხოლო გარდაიცვალა 198 ადამიანი. ყველაზე მეტად პანდემიამ დედაქალაქი მოსკოვი დააზარალა, სადაც ამჟამად გადაადგილება საშვების საშუალებით ხდება.

დაკეტილია სასაფლაოები, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, ეკლესიაში არ წავიდნენ. 

დღის ამბები