30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
კიევში კორონავირუსით 3 სასულიერო პირი გარდაიცვალა, 100-მდე ღვთისმსახური კი დაინფიცირდა

კიევ პეჩორის ლავრაში, კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ლავრაში კორონავირუსი 100-მდე ღვთისმსახურს დაუდგინდა. გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი. ქვეყნის მასშტაბით დაავადება 4 ათასამდე ადამიანს აქვს. დაღუპული კი 108 მოქალაქეა. 

"ლავრაში გასულ ღამეს დეზინფექცია ჩატარდა, საავადმყოფოში 1 სასულიერო პირი გადაიყვანეს, ორი კი სასულიერო სემინარიიდან. სემინარიიდან COVID-19-ზე ტესტი 20 ადამიანს ჩაუტარეს, ლავრასთან სამედიცინო პოსტები განთავსდა, სადაც ადამიანებს ტემპერატურას უმოწმებენ,"- აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

დღის ამბები