30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მობილიზებული იქნება, რათა სააღდგომოდ თავშეყრის ყველა ადგილას დისტანცია დავიცვათ - იმერეთის რწმუნებული

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, რეგიონში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იქნება მობილიზებული, რათა სააღდგომო დღეებში თავშეყრის ყველა ადგილას სოციალური დისტანცია დაცული იყოს.

"ყველა მუნიციპალიტეტში იქნებიან მობილიზებული სამართალდამცველები და ყველა შესაბამისი სტრუქტურა იმისკენ, რომ თავშეყრის ადგილები მხოლოდ სასაფლაოებზე არ იყოს გაკონტროლებული, არამედ სასურსათო მაღაზიებში, ბაზრებსა და სხვადასხვა ადგილებში. ასე რომ მთლიანად, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მობილიზებული იქნება, რომ ჩვენ დავიცვათ სოციალური დისტანცია," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კანონს დაემორჩილებიან და დანარჩენებსაც მოუწოდებენ წესებს დაემორჩილონ.

რწმუნებულის თქმითვე, სავარაუდოდ, სამი დღით, ზესტაფონისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სასაფლაოები დაიკეტება. არ არის გამორიცხული არეალი გაფართოვდეს და იგივე გადაწყვეტილება სხვა ქალაქებსაც შეეხოს.

ზესტაფონსა და ქუთაისში შეზღუდვები სასაფლაოებზე სამი დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა როდის შევა ძალაში, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ.

დღის ამბები