30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
პარიზიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისით ხვალ ჩამოიყვანენ - ამ დრომდე სამშობლოში 6,057 მოქალაქე დაბრუნდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 15 აპრილის მონაცემებით საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყნებში დახმარება 6,054 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით 6,057 მოქალაქე დაბრუნდა.

უწყების ცნობით, გუშინ შესრულდა ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან. მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენიმე ჩვილი, სხვადასხვა ქრონიკული და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხვალ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები