30 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვიდეოზარის მეშვეობით რეგიონული სოლიდარობის საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის რეგიონული სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მან
მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს გუშინ განხორციელებული სოლიდარობის აქტისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია. 

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.  

პრეზიდენტებმა რეგიონული სოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარება სწრაფად დასრულდება, განახლებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგიონული ვიზიტები პრიორიტეტი იქნება და საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.

დღის ამბები