30 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 450 მილიონ დოლარს მიიღებს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 450 მილიონ დოლარს მიიღებს. გადაწყვეტილება, რომ ფონდი ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად თანხას გამოუყოფს, უკვე გავრცელდა ფონდის ოფიციალურ გვერდზე.

შეთანხმება სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მაისში უნდა დაამტკიცოს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად დაახლოებით 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტისთვის დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფონდის მიერ დაფინანსების ზრდა მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებასა და სხვა დონორების თანხის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები