30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად - ირაკლი ჩიქოვანი

"გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად," - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ვის არ ეხება შეზღუდვები თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს. 
 
"ქვეყანაში გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე იმ კავშირების დადგენა, რაც ახლა ინფიცირებულებს აქვთ. ჩვენ პრაქტიკულად ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგელში შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება. 4 დიდ ქალაქში, საღამოს 21:00 საათიდან აიკრძალაება შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისი. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომელებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებული და 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება ექნება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან რეგისტირებული სხვა მუნიციპალიტეტებში, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე ჩიქოვანმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გადაადგილებისას აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დღის ამბები