30 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 306-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 69 მოქალაქეა. გარდაცვლილია 3 პირი.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4990 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462 ადამიანი რჩება.

დღის ამბები