მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონს გადასცდა, COVID-19-ის მსხვერპლის რაოდენობა კი 126 ათასზე მეტია.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: აშშ, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი, ბელგია.
ყველაზე მეტი დაღუპული აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთშია.