30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
სოლიდარობა ქვეყნებს შორის - ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადსხვა ქვეყნები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ. აზერბაიჯანში, ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრი მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის twitter-ის ქსელით მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილმა. "ერთად უფრო ძლიერები ვართ," - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ფაქტს ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის აზერბაიჯანს მადლობა გადაუხადა. 


დღის ამბები