30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ეკონომიკის გახსნა შესაძლებელია მაისის მეორე ნახევრიდან, მაგრამ შემდეგი რამდენიმე კვირაა გადამწყვეტი - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო შეჩერებული ეკონომიკის გახსნა მაისის მეორე ნახევრიდან იქნება შესძლებელი, თუმცა გადამწყვეტია შემდეგი რამდენიმე კვირა. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არის ის, თუ ჩვენ რამდენად მალე შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. არსებობს ძალიან ეფექტური და საინტერესო გახსნის გეგმა. ჩვენ გავითვალისწინეთ ავსტრიის, დანიის, ჩინეთში თავად უხანის გახსნის გეგმა. გახსნის გეგმაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როდის მოგვეცემა საშუალება, რომ დავიწყოთ გახსნაზე ფიქრი. ამის წინაპირობა არის ის, რომ რეალურად უნდა გადავტეხოთ გავრცელების ტემპი. დავაგდოთ და დავინახოთ შემცირების ტენდენცია. გახსნას აქვს თავისი ფაზები. პირველ რიგში იხსნება ის ნაწილი, რომელიც არის შედარებით დაბალი რისკის შემცველი ვირუსის გადადების მხრივ, შემდეგ ორი კვირა ხდება მონიტორინგი და ხდება მეორე რიგის რისკის შემცველი სექტორების გახსნა, რეალურად ეს გახსნა რამდენიმე ფაზით ხასიათდება. ეს იქნება ძალიან გადამწყვეტი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ და დავუდგეთ გვერდში თვითდასაქმებულებს და ინდმეწარმეებს, იქნებიან ეს ბაზრობაზე მოღვაწე ადამიანები  თუ სხვა სფეროში. ამ დაწყების დრო და ფაზების განვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერა. გახსნა თავისუფლად არის შესაძლებელი მაისის მეორე ნახევრიდან, მაგრამ შემდეგი რამდენიმე კვირაა გადამწყვეტი," - განაცხადა მაჭავარიანმა და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გამოჩენას.

მინისტრის თქმით, მას სურს გამოეხმაუროს კრიტიკას იმის შესახებ, თუ რატომ არაა სახელმწიფო უფრო მკაცრი და რატომ აყენებს წინ მოქალაქეების პასუხისმგებლობას.

ვანო მაჭავარიანის თქმით,  სახელმწიფო ტოტალურ კონტროლს ვერ დაამყარებს, ეს აქ შეუძლებელია და სადაც შესაძლებელი ხდება, ამას თავისი გვერდითი მოვლენებიც აქვს ხოლმე:

"როდესაც სახელმწიფო ასე შემოდის ჩვენს ყოფაში და სრულ კონტროლს ამყარებს, როდესაც გადაივლის ეს პანდემია, სახელმწიფო იოლად უკან არ იხევს. ამიტომ ჩვენ ეს, არ უნდა დაგვჭირდეს," - განაცხადა მაჭავარიანმა.

დღის ამბები